ინარ ლადარიამ ნიკარაგუელებს "აფხაზი ხალხის ისტორია და კულტურა გააცნო"
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკარაგუის რესპუბლიკაში" ინარ ლადარია ნიკარაგუის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დენის მონკადა კოლინდესს შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების მიერ გვრცლებულ ინფორმაციაში. ამავე ცნობით, "ელჩმა" ასევე მონაწილეობა მიიღო სანდინისტების ფრონტთან ვიდეოკონფერენციების ციკლში და გამართა პრეზენტაცია თემაზე "აფხაზეთის ხალხის ისტორია, კულტურა და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის".
საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა", 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ, 2018 წელს - სირიამ.
მასალის გამოყენების პირობები