ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში მეზობელმა მეზობელი დაჭრა.
დაშავებული ასაკოვანი მამაკაცია, რომელსაც ჭრილობა ცივი იარაღით დუნდულისა და ზურგის მიდამოში აქვს მიყენებული.
დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მომხდარს შელაპარაკება უძღოდა წინ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები