ზუგდიდის სოფელ ალერტკარში ახალგაზრდა მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
ზუგდიდის სოფელ ალერტკარში 26 წლის მამაკაცს სახლის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა და ის ადგილზევე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახლი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დიდი ხნით იყო მიტოვებული და ახლახან გაიყიდა. მათივე თქმით, მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია.
გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები