ახალი ამბები
"ქართული ოცნება" წალენჯიხის საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს
წალენჯიხის ყოფილი მერი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი მმართველი პარტიიდან ბესიკ ფარცვანია საკრებულოს ოპოზიციურ წევრებს საკითხის პროცედურული დარღვევებით მიღებაში ადანაშაულებს. საუბარია რამდენიმე წუთის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც მერიის საშტატო ნუსხა 8 ადამიანით შემცირდება. 

"დღეს წარმოდგენილი იყო საკრებულოში მერიის რეორგანიზაციის გეგმა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რეორგანიზაცია თავისი არსით სხვა რამეს ითვალისწინებს. ეს არ იყო ნამდვილად რეორგანიზაცია რეორგანიზაციისთვის, ეს იყო პარტიული აქტივის გათავისუფლებისკენ მიმართული ღონისძიება. პროცედურულად ეს საკითხი დარღვევებით წარიმართა, 3-ჯერ შეიცვალა საკითხი. რეგლამენტის დაუცველად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რაზედაც მივიღებთ სამართლებრივ შეფასებას და დავა სავარაუდოდ გაგრძელდება სასამართლოში", - ამბობს ბესიკ ფარცვანია.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია ამბობს, რომ საკითხი რეგლამენტისა და ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით მიიღეს. 

წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი მერიის მიერ ინიცირებულ საკითხს, რომელიც რეორგანიზაციას ეხებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მერიის საშტატო ნუსხა 8 ადამიანით შემცირდება. საკითხს 14-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, "ქართული ოცნების" 10 წარმომადგენელი კი წინააღმდეგი იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.