ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 1789 აბიტურიენტიდან ქართული ენა-ლიტერატურის გამოცდაზე 1550 გამოცხადდა, 239 პირი კი გამოცდაზე არ მოვიდა.
საგამოცდო ცენტრის ხელმძრვანელის თეონა ხუფენიას ინფორმაციით, არ ყოფილა დაგვიანების ან კორონავირუსის დადასტურების შემთხვევები.
"მეხუთე სესიის ჩათვლით გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ყველა წესის დაცვით. იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც გამოცდაზე არ გამოცხადდნენ, საკმაოდ დიდია", - აღნიშნა ხუფენიამ.
ამ წუთებში
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეხუთე სესია მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები