ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე საპატრულო პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მათივე თქმით, მამაკაცს ხელში დანა ეკავა.
"შემოგვესმა ბავშვების განწირული ხმა, დედას უშველეთო, გამოვვარდით. ზუსტად ამ დროს გამოიარა პატრულმა და დააკავა", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ამ წუთებში ქალი, სავარაუდოდ, დაკითხვაზე გადაყავთ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.
მასალის გამოყენების პირობები