შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მამაკაცი ყოფილ მეუღლეს დანით გამოეკიდა,
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე პრიმა (ადევნების) მუხლით დაიწყო. ამის შესახებ
"ათინათს" უწყების პრესცენტრში უთხრეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე) ან/და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2 დღის წინ ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე საპატრულო პოლიციამ
დააკავა მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა.თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ხელში დანა ეკავა.
მასალის გამოყენების პირობები