ხობის ცენტრალური ხიდის ტერიტორიაზე მდინარეში მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა წყალში, სავარაუდოდ, ბავშვების ამოსაყვანად შეცურა, თუმცა, გულის შეტევის გამო გახდა ცუდად. მოზარდების გადარჩენა ადგილზე მყოფმა სხვა პირებმა შეძლეს.
ცხედარი მაშველებმა, დაახლოებით, 1 საათის შემდეგ იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები