აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ოჩამჩირის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაიღუპა.
გარდაცვლილები 27 და 28 წლის მამაკაცები არიან.
თვითმხილველების ინფორმაციით,სოფელ მერკულას ტერიტორიაზე ერთმანეთს 2 მსუბუქი მანქანა და 1 მიკროავტობუსი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.
მასალის გამოყენების პირობები