ძებნაზე დასმულია, მისჯილი აქვს უკვე და იძებნება წითელი ცირკულარით. მეტი ახლა რა, ვეძებთ რა თქმა უნდა, ყველაზე მაგრად,
ბევრჯერ მითქვამს - მინდა რომ დავაკავოთ, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას ძებნილ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, გაკეთდა ყველაფერი, რომ მძევლების სიცოცხლე არ ყოფილიყო რისკის ქვეშ.
"მაშინაც ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა გვეცინება, მაგრამ იქ ელემენტარულად ერთი ადამიანიც რომ მომკვდარიყო, აღარ ვამბობ, რომ ხელყუმბარა აეფეთქებინა და ათობით ადამიანი დაღუპულიყო, მაგას აღარავინ უყურებს და ახლა სასაცილოა. მესმის - კარგია რომ დაგვეკავებინა, მაგრამ ვერ დავაკავეთ. ესებუა ჩემთვის არ არის სასაცილო", - აღნიშნა გომელაურმა.
მალე "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმიდან 2 წელი შესრულდება. 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს ლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.
ამავე თემაზე:
ახალი არაფერი გვაქვს - შს მინისტრი ბადრი ესებუას ძებნაზე
მასალის გამოყენების პირობები