უკრაინაში დაღუპულ 54 წლის გელა გოგიას სენაკში საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ამ წუთებში მისი სამოქალაქო პანაშვიდი საკუთარ სახლში მიმდინარეობს.
გელა გოგიას ცხედარი საქართველოში 3 სექტემბერს
ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლი 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ, ალყაში მოხვედრისას
მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები