წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, მისი პირადი ავტომობილის დაწვის საქმეზე დამოუკიდებელ ექსპერტს ჩართავს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა.
“არ ვიცი, რაში დაიხარჯა ეს 24 საათი. აუცილებლად ჩავრთავ ალტერნატიულ ექსპერტიზას. აშკარად არის წაკიდების კვალი და განსაკუთრებით ამ მიმართულებით მაინტერესებს”,-აღნიშნა ხარჩილავამ.
მან ასევე საელჩოების წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ მას ამ დრომდე არც ცენტრალური ხელისუფლებიდან დაკავშირებია ვინმე და არც ადგილობრივი გუბერნიიდან.
გია ხარჩილავას მანქანა მის სახლთან
დაწვეს. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები