კომპანია „გრინსერვის პლიუსმა“, რომელმაც თბილისში, ვაკის პარკის რეაბილიტაცია განახორციელა, 2017-2018 წლებში ზუგდიდში
ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა.
სწორედ ამ კომპანიას გადაუხადა ქალაქ ზუგდიდის მერიამ 790 000-მდე ლარი აღნიშნული მომსახურებისთვის. ეს ტენდერის შეთავაზებებში დაფიქსირებული ყველაზე ნაკლები თანხა იყო.
აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლები ფინანსურმა პოლიციამ 2013 წლის დეკემბერში დააკავა. მათ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდათ.
მოგვიანებით, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საპატიმრო ჯარიმის სანაცვლოდ დატოვა.
„გრინსერვის პლიუსმა“ ვარკის პარკის, მათ შორის, იმ შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა, სადაც დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები