უკრაინაში დაღუპული წალენჯიხელი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია საქართველოში ჩამოასვენეს.
მის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად წალენჯიხის მერი და სხვა პოლიტიკოსები დახვდნენ.
დაღუპულ მებრძოლს წალენჯიხაში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე 10 ოქტომბერს
ემსხვერპლა. ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან მსახურობდა, იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც.
მასალის გამოყენების პირობები