ზუგდიდის სოფელ ბაშში მცხოვრებ მამაკაცს პოლიცია და ოჯახის წევრები უკვე 12 დღეა ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, მას შვილის გარდაცვალების შემდეგ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა
და შესაბამის მკურნალობას პერიოდულად გადიოდა. მათივე თქმით, სამძებრო სამუშაოებში მალევე ჩაერთო სამართალდამცავი უწყებები და სამაშველო სამსახური, თუმცა მამაკაცის კვალი ვერ იპოვეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
67 წლის სერიოჟა გაბედავას შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დარეკეთ: 568 10 59 58
მასალის გამოყენების პირობები