ახალი ამბები
მოსკოვი ბიჭვინთის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია მის რატიფიცირებამდე
მოსკოვი გამოეხმაურა სოხუმის წინადადებას ბიჭვინთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, წერს "ნუჟნაია გაზეტა".
რუსეთის ფედერაციის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო წერილში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს, ნათქვამია, რომ ეს ცვლილებები "არავითარ ფუნდამენტურ წინააღმდეგობას არ იწვევს". თუმცა აქვე წერია, რომ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მისი რატიფიცირების შემდეგ.

"... აღნიშნული შეთანხმება ამჟამად არ შევიდა ძალაში აფხაზური მხარის მიერ შიდა პროცედურების სრულად შეუსრულებლობის გამო, ამიტომ მიზანშეწონილია ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მისი ძალაში შესვლის შემდეგ", - ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში.

მანამდე აფხაზეთის "პარლამენტის" დეპუტატთა ჯგუფმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეხვედრა გამართა და ბიჭვინთის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა რუსეთის საგარეო უწყებას.

"ფაქტობრივად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ შეუძლებელია არარატიფიცირებულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა. ლოგიკური ჯაჭვის გაგრძელებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რატიფიცირებულ დოკუმენტში ცვლილებების მიღება არ იქნება მართებული, ვინაიდან ხელშეკრულებაში დამატებითი პირობები არ არის მითითებული. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის ნორმების იგნორირებით დაშვებული შეცდომების გამოსწორების მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ხელშეკრულების პარლამენტიდან გატანა", - წერს გამოცემა.

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის "პარლამენტიდან" გამოწვევას აფხაზეთის საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების ნაწილიც ითხოვს. 

უფრო ადრე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, განაცხადა, რომ ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

მისი თქმით, "მხარეები მივიდნენ ურთიერთგაგებამდე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ტექსტში ასახული თეზისი, მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის შეუძლებლობის შესახებ, სახელმწიფოს მეთაურისთვის ამ თემაზე ანგარიშს ვამზადებ, მედიას დროულად შევატყობინებთ".

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

შეთანხმების" თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებდა მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგია.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.