სოხუმის რაიონში ხის სახლი დაიწვა - მეხანძრეებმა 95 წლის მამაკაცი გადაარჩინეს
სოხუმის რაიონის სოფელ ფსხუში კერძო ხის სახლს ხანძარი გაუჩნდა, რომელიც მალევე მთელს ნაგებობას მოედო.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სახლში მისი მეპატრონე, 95 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც მეხანძრეების მოსვლამდე, "მესაზღვრეებმა" გამოიყვანეს.
ადგილზე მისულმა მაშველებმა დაზარალებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ხანძრის შედეგად ხის სახლი მთლიანად დაიწვა.
მასალის გამოყენების პირობები