ექიმების ინფორმაციით, მათ, შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ანა წითლიძის შემშილობის შეწყვეტა მოითხოვონ.
ამის შესახებ ექიმმა ლალი ჯავაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვითარება რთულადაა.
„ქალბატონ ანის შემთხვევაში ვითარება ბევრად უფრო რთულად არის და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს 2 დღეში დინამიკის მონაცემების საფუძველზე მაღალი ალბათობით, კატეგორიულად მოვითხოვ მისი შიმშილობის შეწყვეტას," - უთხრა ჟურნალისტებს ჯავაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ თანაგუნდელებთან ერთად შიმშილობა პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 8 დღის წინ
დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები