მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში 2 პირი მოკლეს, 1 კი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით,
ინციდენტი გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. მათივე თქმით, ერთ-ერთი მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია და ის მორიგეობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი 3 პირი პოლიციამ უკვე დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები