ზუგდიდის ტერიტორიაზე, სოფლებსა და მეზობელ ქალაქებთან დამაკავშირებელ გზებზე, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან სამეთვალყურეო სისტემები ჩაირთვება.
ჯამში, საუბარია 169 ვიდეო-კამერაზე. მერიის ინფორმაციით, მოწყობილობების მონტაჟი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, უახლოეს დღეებში იგეგმება მათი სრულად გამართვა და შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე "საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მართლწესრიგის საფრთხის თავიდან აცილების ან სხვადასხვა დარღვევის აღკვეთის მიზნით" ზუგდიდის მერიამ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულებამ 2 684 000 ლარი შეადგინა. თანხა მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2025 წლამდე უნდა გადაიხადოს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერია 2.7 მილიონს სათვალთვალო კამერების შესყიდვისთვის დახარჯავს
მასალის გამოყენების პირობები