ხობის სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით,
გარდაცვლილი ზუგდიდის მკვიდრი 32 წლის მამაკაცია. ის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის შემდეგ ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები