ხელისუფლების დღევანდელი განცხადება არ არის არაფრის გარანტია. საქმე ბოლომდეა მისაყვანი, - ამის შესახებ განცხადებას დღეს ზუგდიდში
დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, შეკრება 17 საათზე, ქალაქის სკეიტ-პარკში დაიწყება.
დღეს დილით მმართველმა პარტიამ
გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პირველი მოსმენით მიღებულ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" უკან გაიწვევენ. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხს მეტი სიცხადე სჭირდება და ამასთან, ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს.
აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" ზუგდიდში
გუშინაც გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები