ახალი ამბები
გამომძიებელი: ბადრი ესებუა ძმას თავდასხმიდან რამდენიმე დღეში შეხვდა
გამომძიებლის ინფორმაციით, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა 2020 წლის 25 ოქტომბერს ძმას, ბიძინა ესებუას შეხვდა. ამის შესახებ სამართალდამცავმა სასამართლო სხდომაზე ჩვენებაში განაცხადა. მისი თქმით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცავებმა ესებუას დეიდაშვილი მურთაზ ჯანაშია გამოკითხეს, რომელმაც თქვა, რომ 25 ოქტომბერს ესებუა მის სახლში იყო და ამავე დღეს ძმას შეხვდა.

"იყო ცნობა, რომ მურთაზ ჯანაშიას სახლში ინახებოდა ფული და იარაღი. ამის საფუძველზე მივედით ადგილზე. ჯანაშია გამოვკითხეთ და თქვა, რომ 25 ოქტომბერს მოვიდა სახლში მათთან ბადრი, სთხოვა, "მთავარ არხზე" გადაერთო, რადგან არხის დირექტორს უნდა გამოეცხადებინა ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელის სახელი და გვარი. ასევე, გვითხრა, რომ ფოტო გადაუღო ესებუას და "მესენჯერში" გაუგზავნა მის ძმას ბიძინას, რომელიც რამდენიმე წუთში მოვიდა სახლში. მათ გარეთ ისაუბრეს, რის შემდეგად ბადრი ესებუამ, ჯანაშიას თქმით, მათი სახლი დატოვა",- აღნიშნა მოწმემ.

დღევანდელ სხდომას ბრალდებული საკუთარი სურვილით არ ესწრება. მოწმეების გამოკითხვამდე კი საქმეს, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა დაერთო.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუა ავთო გალდავას - მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება

ბადრი ესებუამ სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა

მოწმე ბადრი ესებუაზე: „ჩემს თვალში ცხოველი ზის აქ“

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის და ბადრი ესებუას სუნის ნიმუშები იდენტურია - ექსპერტი


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
26 / ნოემბერი 2024
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.