ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში ნათია გადელიამ იასპარეზა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, ზუგდიდელმა სპორტსმენმა B ჯგუფის ატაცში მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით 90/94 კგ. დაძლია და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა.
ამასთან, ძალოსანმა აკვრაში 115/121 კილოგრამის ძლევით კვლავ მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 215 კილოგრამით კი ჯგუფში მეოთხეა.
ნათია გადელია ძალოსნობაში ევროპისა და მსოფლიო
ჩემპიონატების გამარჯვებულია.
მასალის გამოყენების პირობები