ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში დღეს "ბოლო ზარი" 1079 ახალგაზრდისთვის დაირეკა.
ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ადმინისტრაციაში უთხრეს. ამავე ცნობით, ყველაზე ნაკლები, 4 მოსწავლე ჰყავს ორულუს საჯარო სკოლას.
კურსდამთავრებულთათვის "ბოლო ზართან" დაკავშირებით მერიამ გასართობი ღონისძიება დაგეგმა, რომელიც
22 მაისს გაიმართება. კონცერტზე მუსიკალური ჯგუფი "Killages" დაუკრავს.
მასალის გამოყენების პირობები