აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "შინაგან საქმეთა სამინისტროს"ინფორმაციით, აიდინი ახმეთის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აზერბაიჯანის მოქალაქე ნიჯათ დადაშოვი დააკავეს.
ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებით, 21 წლის თურქეთის მოქალაქე აიდინ ახმეტი ქალაქის
ცენტრში 23 მაისს მოკლეს. ამასთან, სროლის დროს კიდევ 4 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი, დაიჭრა. დაშავებულები, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით, საავადმყოფოში მოათავსეს.
სოხუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის
საქმე 24 მაისს "აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები