ახალი ამბები
მომავალ წლებში მოცვი უმნიშვნელოვანესი შემოსავლის წყარო გახდება - ოთარ შამუგია ზუგდიდელ ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ზუგდიდში,ფერმერებთან შეხვედრაზე, სამეგრელოში გავრცელებულ კულტურაზე, მოცვზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მოქმედი პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. როგორც მინისტრი ამბობს, მომავალ წლებში მოცვი უმნიშვნელოვანესი შემოსავლის წყარო გახდება.

„მომავალ წლებში, მოცვი გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის. 2500 ჰა-ზე მეტი ბაღის გაშენება დავაფინანსეთ და ამ ბაღებიდან მოსავლიანობა 20-25 ათასი ტონა იქნება, რაც, დამატებით, 80-100 მლნ დოლარის შემოსავალს ნიშნავს. ეს შევძელით იმ პროექტების მეშვეობით, რომელსაც სახელმწიფო წლებია ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის ბაღში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო.

„სამეგრელოში გავეცანით თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას, რომელიც გულისხმობს, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით, ფერმერებისთვის 500 ლარის გამოყოფას, რათა მათ ბაღების მოვლისთვის საჭირო საშუალებები შეიძინონ. ვფიქრობ, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. 15 მლნ ლარზე მეტია ათვისებული ფერმერების მხრიდან და, შესაბამისად, დღეს გვაქვს უფრო მეტად მოვლილი ბაღები, რაც მოგვცემს უკეთეს შედეგს როგორც მოსავლიანობის კუთხით, ასევე ხარისხობრივად. დასავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის თხილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. მას აქვს დიდი პოტენციალი. შარშან, დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა. ვფიქრობ, კარგი მოვლის შემთხვევაში, მოსავლიანობის ზრდის პირობებში, შეგვიძლია, ეს მონაცემები გავაორმაგოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, ჯამში, 90 ათასზე მეტი ფერმერი ჩაერთვება. 44 000 ჰექტარზე მეტ თხილის ბაღში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები განხორციელდება. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, პროგრამით 45 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს, რომელთა თხილის ბაღების ფართობი 24 000 ჰექტარს აღემატება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.