უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცს, სენაკელ ბახვა ჩიქობავას უკრაინის სახალხო გმირის წოდება მიენიჭა.
ინფორმაციას და შესაბამის ფოტოს სოციალურ ქსელში უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ლევან ფიფია აზიარებს.
54 წლის ბახვა ჩიქობავა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მარიუპოლში
დაიღუპა. მიმდინარე წლის მარტში, ერთი წელი შესრულდა
ჩიქობავას დაღუპვიდან. მისი ცხედრის პოვნა და სამშობლოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ბახვა ჩიქობავა 2012 წლამდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობდა. რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო აგრესიას 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 44 ქართველი სამხედრო შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები