ზუგდიდში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს
ზუგდიდში, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით, შუახნის მამაკაცი დააკავეს.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, პოლიციელებმა ის გუშინ აიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 13 წლის გოგონასთან სექსუალურ კავშირზე, რის შედეგადაც მოზარდი დაფეხმძიმდა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები