რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში "სამუშაო ვიზიტით" იმყოფება
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი "სამუშაო ვიზიტით" ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება, წერს "აფსნიპრესი" ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით,
ამავე ცნობით, რეშეტნიკოვი დაათვალიერებს "რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აღდგენილ ობიექტებს", ასევე მოინახულებს ტერიტორიას ბიჭვინთაში, სადაც აპარტამენტის ტიპის სასტუმროთა კომპლექსის "მოსკვა რეზორთის" მშენებლობაა დაგეგმილი. დღის მეორე ნახევარში რუსი მინისტრი აფხაზ ლიდერს ასლან ბჟანიას შეხვდება.
ინფორმაციისთვის, მაქსიმ რეშეტნიკოვმა, მიმდინარე წლის 16 ივნისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელთან ხელი მოაწერა შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენის შესახებ.
უფრო ადრე, 2022 წლის აგვისტოში ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტისას" რეშეტნიკოვმა განაცადა, რომ "რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნობის შემდეგ უზარმაზარი სამუშაო გაკეთდა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის". მისივე თქმით, "აფხაზეთის განვითარებას კომპლექსურად უნდა მიუდგნენ" .
მასალის გამოყენების პირობები