აფხაზეთში მაშველები ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ, რისთვისაც გალის წყალსაცავი წყლისგან დაცალეს, წერს "გალმედია" , გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
"ენგურჰესის ხელმძღვანელობის, კერძოდ, დირექტორის, ლევან მებონიას მხარდაჭერით, აქ, გალში შეჩერდა მცირე გენერაცია, გაზრდილია იქ, უფო მაღლა, რამაც შესაძლებელი გახადა არხის გადაკეტვა, დაცლა და ყველა სამძებრო სამუშაოების განხორციელება", - განაცხადა კონსტანტინე ფილიამ.
ამავე ცნობით, სოხუმიდან გალში ჩასულია "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" გამოცდილ მყვინთავთა ჯგუფი, უწყების ხელმძღვანელი, ლევ კვიცინია და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უშიშროების სამსახურის" წარმომადგენლები.
მისივე განმარტებით, საძიებო სამუშაოები ორივე არხზე ჩატარდა, თუმცა ცხედარი ვერ იპოვეს. ფილიას ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წყალმა ცხედარი ზღვაში გაიტანა. საძიებო სამუშაოები გრძელდება.
გალის რაიონის "შინაგან საქმეთა დეპარტამენტის" უფროსის, ბესლან ჟვანიას განცხადებით, სამუშაოები, რომელშიც 15 - მდე ეკიპაჟია ჩართული, სოფელ პრიმორსკის არხის გასწვრივ, ასევე ზღვის სანაპიროზე, მდინარე ენგურისა და ოჩამჩირეს მიმართულებით, ასევე გალში ვარდნილჰესი - III ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში მუშაობენ. მაშველები ასევე იყენებენ დრონს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გალის მკვიდრის 28 წლის ნათია ბახტაძის მკვლელობა გუშინ, 3 აგვისტოს დაადასტურა და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ამავე თემაზე:
მოკლული ბახტაძის ცხედარი მკვლელმა მდინარე ენგურში ვარდნილჰეს 3-ში გადააგდო - ე.წ. გენპროკურატურა
დააკავეს გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის საქმეზე ეჭვმიტანილი მამაკაცი
"არიან ეჭვმიტანილები" - გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა დახმარებას ითხოვს
გალში ახალგაზრდა ქალს ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები