გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში სატვირთო მანქანა მამაკაცს დაეჯახა, შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა.
აფხაზური მედიის თანახმად, სატვირთოს მძღოლმა უკუსვლით მოძრაობისას, ფეხით მოსიარულე ვერ შეამჩნია და დაეჯახა მას.
გუდაუთის რაიონის „შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის“ ზოსმა გიცბას განცხადებით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო 9 და 10 აგვისტოს მომხდარი 3 ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები