დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე არცერთი აქტიური ტერორისტული დაჯგუფება არ არსებობს - სოხუმი
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე არცერთი აქტიური ტერორისტული დაჯგუფება არ არსებობს".
ამის შესახებ რობერტ კიუტმა რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ონტერვიუში ისაუბრა, როგორც "ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელების პრობლემებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილემ", წერს "აფსნიპრესი"
"მსოფლიოში და ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძირითადი ძალისხმევა მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციასა და ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლაზე. ტერორიზმთან ბრძოლის მრავალი მაგალითი გვაქვს. ერთ-ერთი შედარებით ბოლოა 2014 წლის მოვლენები, სოჭის ოლიმპიური თამაშების მომზადების პერიოდი, როდესაც რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად გამოვლინდა დიდი ტერორისტული უჯრედი, რომელიც ამზადებდა ტერაქტებს ოლიმპიურ ობიექტებზე. მონაწილე პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიიღეს და ამოღებულია სამხედრო იარაღი, მათ შორის მაღალი სიზუსტის იარაღი. ამ მიმართულებით ჩვენ მუდმივად ვატარებთ ერთობლივ სამუშაოებს", - აღნიშნა კიუტმა.
გამოცემის ცნობით, კონფერენცია, 26 - 27 სექტემბერს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგიდით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები