რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 4 ოქტომბერს, სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდება.
“აფსნიპრესის“ თანახამად, ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, შეხვედრაზე იგეგმება მოსკოვისა და სოხუმის შემდგომი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა, სხვადასხვა მიმართულებით.
დღეს, 3 ოქტომბერს, გაიმართა აფხაზი ლიდერის
შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. სერგეი ლავროვმა პირობა დადო, რომ „გააფართოებს იმ ქვეყნების წრეს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ“.
ბჟანიასა და პუტინის შეხვედრა ბოლოს სოჭში 2020 წლის 12 ნოემბერს
შედგა.
მასალის გამოყენების პირობები