ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ,,ღვინის დღეებთან'' დაკავშირებით, შესვლა მთელი დღის განმავლობაში უფასო იქნება.
ინფორმაცია ამის შესახებ რადიო
,,ათინათს'' ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორმა შალვა აგუმავამ დაუდასტურა.
ზუგდიდში “ღვინის დღეები”
15 ოქტომბერს ჩატარდება. ღონისძიება დღის განმავლობაში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის ადგილობრივი მეღვინეების პროდუქციის გამოფენა, დეგუსტაცია და გაყიდვა.
ქვეყნის მასშტაბით ღვინის ფესტივალი ზუგდიდში გამართული ღონისძიებით დასრულდება.
ფესტივალს 25-მა ქალაქმა შარშან პირველად
უმასპინძლა.
მასალის გამოყენების პირობები