აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დაურ კოვემ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი სხვა სამსახურში გადასვლა დაასახელა.
"გალ მედიას" თანახმად, კოვე გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
2016 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 18 ნოემბრამდე კოვე ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრი" იყო. მას შემდეგ, რაც მას ამ თანამდებობაზე ინალ არძინბა
ჩაენაცვლა, ჯერ "უშიშროების საბჭოს" მდივნის მოადგილე, ხოლო
2022 წლის აპრილიდან კი "კულტურის მინისტრი" იყო.
მასალის გამოყენების პირობები