გაგრის რაიონში, დაბა ფსახარას მახლობად მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო
სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, ნისანის მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზისპირა ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შესახებ შეტყობინება "საგანგებომ" დილის საათებში მიიღო. ადგილზე მისულმა მაშველებმა, მანქანიდან ცხედრების ამოყვანა მხოლოდ ავტომობილის განბლოკვის შემდეგ შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები