აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, გაგრაში თათარსტანის რესპუბლიკის მცხოვრები, 64 წლის მამაკაცი დაიხრჩო.
ამავე ცნობით, მისი ცხედარი ზღვიდან "მცირე გემების სახელმწიფო ინსპექციის" თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მაშველების თქმით, რუსეთის მოქალაქე, ალექსანდრ სტასიუკი, მღელვარე ზღვაში შევიდა და ნაპირიდან შორს გაცურა.
"საგანგებოს" თანახმად, მათ შეტყობინება დილის საათებში მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები