საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შტორმისა და უამინდობის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, სანაპირო ზოლის მიმდებარედ, არ გადაადგილდნენ.
"საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან", - ვკითხულობთ სამსახურის განცხადებაში.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ზღვაზე 5-6 ბალიანი
შტორმული ღელვაა.
მასალის გამოყენების პირობები