რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე განაცხადა.
"სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად ჟენევის ფორმატის, როგორც მრავალმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის აქტიურ გამოყენებას.
ცოტა ხნის წინ, აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ გალის რაიონში ამზადებენ ზონას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების ჩასატარებლად. ინფორმაცია
დაადასტურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდი ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ 2024 წლის აპრილშია დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები