სოხუმში აცხადებენ, რომ შესაძლოა, სირიისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს.
ინფორმაციას, „საგარეოსთან“ არსებული მედიაცენტრი ავრცელებს, დამასკში ინალ არძინბასა და ბაშარ ალ - ასადის შეხვედრის შემდეგ, წერს „ეხო კავკაზა“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის ნაკრები არაღიარებულ სახელმწიფოთა ფედერაციის ConIFA-ს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „2024 წლის ზაფხულში ერაყის ქურთისტანში გაიმართება“.
2016 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის ნაკრები ConIFA- ს ჩემპიონი გახდა.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა 13 დეკემბერს დამასკში ჩავიდა, სადაც ის სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა
მიიღო.
ამავე ცნობით, მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, „აფხაზეთსა და სირიას შორის კულტურისა და სპორტის სფეროში ორმხრივი დიალოგის განვითარების“ პერსპექტივები განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები