ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცდილობს, გზის სრულად გაწმენდას ჩამოშლილი ლოდებისგან.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიუხედავად, ქვათა ცვენის საფრთხე კვლავ არსებობს და შესაძლოა, გზა ისევ ჩაიკეტოს.
ხაიშში კლდოვანი მასა გუშინ ჩამოიშალა, რის გამოც ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა. დღეს დილიდან კი ადგილზე მობილიზებული იყო საჭირო ტექნიკა.
ამავე თემაზე:
მესტიისკენ გზა კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო დაკეტილია
მასალის გამოყენების პირობები