ზუგდიდის თეატრის მსახიობს ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტული მიენიჭა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს მარინა ბურდულს ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა.
14 იანვარს, თეატრის დღეს გამართულ, საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ ჟიურის გადაწყვეტილებით, ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი სწორედ მარინა ბურდული გახდა.
ეს ტიტული მას სპექტაკლში „ღამე მშვიდობისა დედა“ , ჯესი ქეითსის როლის შესრულებისთვის მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები