ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
როგორც ოდიშარიამ
რადიო „ათინათს“ უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციისთვის ოპტიმალური დრო ოქტომბერ-ნოემბერია, მსურველებს ვაქცინაცია ახლაც შეუძლიათ, აცრა კი 6 თვის ასაკიდან არის ნებადართული.
გარდა ამისა, ნანა ოდიშარიამ განმარტა, რომ სეზონური ვირუსული მატება არის, თუმცა, გასულ წელთან შედარებით მატება და მიმართვიანობა სრულ მაჩვენებელს არ არის მიღწეული.
„ქვეყანაში, ძირითადად, გრიპის ორი შტამი ცირკულირებს, H1 და H3 შტამი. უმეტესად, ამ ვირუსით ინფიცირდებიან ქრონიკული დაავადებების პირები, ასაკოვნები და ბავშვები. დროული იზოლაცია, ჩარევა და ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს კარგ შედეგს. როგორც მოგეხსენებათ, ვაქცინაციას გრიპზე ვაკეთებთ შემოდგომის პერიოდში, ყველაზე ოპტიმალური ეს არის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში. ვაქცინაცია გრძელდება, რა თქმა უნდა მისი ეფექტურობა არის და შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისაც არააქვს ამ სეზონზე ვაქცინაცია ჩატარებული, მობრძანდეს იმუნიზაციის კაბინეტში და გაიკეთოს აცრა“, - თქვა ოდიშარიამ.
ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობაც
გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები