ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამით მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რაც შეეხება დაკავებული ცოლ - ქმრის პოზიციას, ადვოკატების ინფორმაციით, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დღეს ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურთან
დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დავაკავეთ - შსს
მასალის გამოყენების პირობები