გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს. შესაბამისი
ინფორმაცია დეპარტამენტმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
ამავე ცნობით, კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
"კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა", - წერია ინფორმაციაში.
ცვლილებათა ახალი საკანონმდებლო
პაკეტის მიხედვით, შავი ზღვის დაბინძურებისთვის გემების მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა 65 ათასიდან 100 ათასი ლარამდე გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები