ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში თავდასხმის შედეგად დაშავებული ტარიელ ჯიმშელიას მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ინფორმაცია რადიო
"ათინათს" დღეს დილით ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ხარისხის დირექტორმა მადონა რაფავამ დაუდასტურა.
,,პაციენტი მეექვსე დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, მდგომარეობა გაუმჯობესდა მცირე დადებითი დინამიკით'', - ამბობს ის.
ინფორმაციისთვის, 5 აპრილს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლებაში მკვლელობა დღის პირველ ნახევარში
მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 70 - წლამდე მზევინარ მიქაია. მას და მის მეუღლეს, ერთ-ერთი ვერსიით, საკუთარ სახლში დაყაჩაღების მიზნით დაესხნენ თავს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით
მიმდინარეობს. მკვლელობაში ბრალდებულ პირებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
მასალის გამოყენების პირობები