როცა შვილები დგანან სწორ მხარეს, ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის - მაია კალანდიამ მერიის სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა (ვიდეო)
18:29 / 30.04.2024
პარტია "ახალის" წევრმა ზუგდიდის საკრებულოდან მაია კალანდიამ მერიის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსს მურთაზ ბოკუჩავას მისი საქმიანობისა და შვილების "სწორ მხარეს" დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც კალანდიამ ზუგდიდში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, საუბარია საჯარო მოხელის შვილების თბილისში "აგენტების" კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობაზე.
"მადლობა გიხდით მრავალწლიანი საქმიანობისთვის, რომ ასე ერთგულად და პრინციპულად ემსახურებით ქვეყანას, როდესაც შვილები სწორ მხარეს დგანან, ეს იმას ნიშნავს, რომ ყვლაფფერი კარგად არის", - მიმართა კალანდიამ ბოკუჩავას საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
ზუგდიდში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები "აგენტების" კანონის საწინააღმდეგო პოსტერებით საკრებულოს სხდომაზე დღის ორ საათზე მივიდნენ. პროტესტს სხდომაზე და სხდომის დასრულების შემდეგ "ქართულ ოცნებასა" და არასამთავრობო სექტორს შორის ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები