30 აპრილის ღამეს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ზუგდიდელი აქტივისტი როსტომ ზარანდია ამ დროისთვის თბილისში, ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ჯემალ ჭკადუამ რადიო
,,ათინათს’’ უთხრა, რომ ის ნაცემია.
როგორც მისთვის ცნობილია როსტომ ზარანდია ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად კარგად იმყოფება.
იურისტის თქმით, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი, ჯერჯერობით, უცნობია.
წუხელ თბილისში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ზუგდიდელი აქტივისტი როსტომ ზარანდია
დააკავა.მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანს, თუ როგორ მიმართავს ის მათ სიტყვებით: "მატყუარებო... რომ გეტყვიან იყავით ცრუ მოწმეებიო და ცრუ მოწმეები ხდებით" - რის შემდეგაც აქციის მონაწილე ათობით სამართალდამცველმა დააკავა.
წუხელ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
მასალის გამოყენების პირობები