თბილისში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ზუგდიდელი აქტივისტი როსტომ ზარანდია დააკავა.
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანს, თუ როგორ მიმართავს ის მათ სიტყვებით:
"მატყუარებო... რომ გეტყვიან იყავით ცრუ მოწმეებიო და ცრუ მოწმეები ხდებით@, რის შემდეგაც აქციის მონაწილე ათობით სამართალდამცველმა დააკავა.
ზარანდიას ახლობლების ინფორმაციით, ამ დროისათვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თბილისში, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, „აგენტების“ კანონს მანიფესტანტები თბილისის სხვადასხვა წერტილში აპროტესტებენ.
ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმები გამოიყვანა, არაერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მონაწილეებს.
ამავე თემაზე:რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)
ქართული საქმე, ენა, მამული, სარწმუნოება - რას ამბობენ ზუგდიდიდან “ოცნების” აქციაზე წასულები (ფოტო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები